Skip to content
Logo

ლაგაზი

ოჯახური მასპინძლობა

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
2014 წელს ნათია და შოთა ქალაქის ხმაურიანი ცხოვრებიდან სოფელ ალვანში მამა-პაპისეულ სახლში გადაცხოვრდნენ, სადაც მარნის ღვინის წარმოება და ქართული ჯიშის ხორბლების - ჭველის, დოლის, შავფხას და დიკას მოყვანა დაიწყეს. მოგვიანებით კი გადავწყვიტეს მიეღოთ სტუმრები ღვინის დეგუსტაციაზე და სადილზე. ზემო ალვანში თუშები ცხოვრობენ და შესაბამისად, მათი მენიუ დატვირთულია ძირითადად თუშური კერძებით - მწყემსური ყაურმა, კოტორ (თუშური ხაჭაპური), თუშური ხინკალი, დათხური , გორდილა და თუშური სამკუთხა პური -ეს ის კერძებია რომელიც “ლაგაზში” მისულ სტუმარს ხვდება და სურვილის შემთხვევაში მასპინძელთან ერთად ამზადებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააკვირდნენ პურის ცხობის პროცესს ძველი ქართული ფქვილით, მოინახულონ ხორბლის ყანა და წისქვილში ფქვილის დაფქვას დაესწრონ.

შეთავაზებები

Option — ჯავშნით
ჯავშნით

სამზარეულო

ქართული
კახეთი
ზემო ალვანი,ზემო ალვანი