Skip to content
Logo

მეღვინეობა ავინო

ღვინის მარანი, ღვინის მაღაზია, ღვინის საწარმო

ობიექტის შესახებ

ღიაა 24/7
მარანი AWINO მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისშია (1944 წლამდე ტრაუბენბერგი), მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 320 მეტრზე. მარნეული ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის არქეოლოგიური კერაა. არქეოლოგიური ძეგლები - გადაჭრილი გორა და შულავერის გორა სწორედ ამავე მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ აქ ღვინოს ჯერ კიდევ 8000 წლის წინ აყენებდნენ. AWINO-ს ისტორია 2019 წლიდან იწყება, როდესაც არტურ აკოპიანმა მეღვინეობაში ჩართვა გადაწყვიტა. ქისი, ვარდისფერი რქაწითელი, ჩინური, გორული მწვანე და თავკვერი გააშენა და ღვინის დაყენებაც დაიწყო. მარანში 10 ქვევრია, რომელთა ჯამური მოცულობა 7 ტონაა. კლერტგაცლილი ყურძენი ბუნებრივ საფუარზე დუღდება, 1 წლის განმავლობაში ქვევრებში ვარგდება, შემდეგ კი არტურს ღვინო უჟანგავ ცისტერნებში გადააქვს. AWINO-ს სორტიმენტშია რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, საფერავი, ქისი, თავკვერი და ჩინური. აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.

შეთავაზებები

Option — Pet friendly
Pet friendly
Option — საწნახელი
საწნახელი
Option — ღვინის დეგუსტაცია
ღვინის დეგუსტაცია
Option — ქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო
Option — ღვინის შეძენა
ღვინის შეძენა
ქვემო ქართლი
თამარისი,პირველის 84