ობიექტის შესახებ
,,მეღვინეობა ჯობავა“ მზადაა უმასპინძლოს ტურისტებსა და სტუმრებს. შესთავაზოს მათ მეღვინეობის ტურები, სხვადასხვა სადეგუსტაციო პაკეტები და სარესტორნო მომსახურება.
,,მეღვინეობა ჯობავა“ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს. კომპანია აფხაზეთიდან წამოსული ოჯახის მიერ 2013 წელს დაარსდა. 2013 წლიდან 2022 წლამდე ყურადღება ძირითადად მევენახეობაზე იყო ორიენტირებული. ზედმიწევნით მუშავდებოდა ქართული ენდემური ვაზის ჯიშები, როგორიცაა საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი და კახური მწვანე. ამ წლებმა საფუძველი ჩაუყარა მომავალ საქმიანობას. 2022 წლიდან ,,მეღვინეობა ჯობავა“ გაფართოვდა და მოიცვა როგორც მევენახეობა, ასევე მეღვინეობა. მნიშვნელოვანი წინსვლა იყო ღვინის ქარხნის გახსნა, რომელიც შეუცვლელ ქართულ ქვევრთან ერთად აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით. გარდა ამისა, “მეღვინეობა ჯობავა”-ში ტრადიციული მეთოდით ხდება ჭაჭის შეშაზე გამოხდა. ,,მეღვინეობა ჯობავა“ გეგმავს, ჩაერთოს ღვინის ბრენდის წარმოებაში, რომელიც 2026 წლიდან ჩამოსასხმელად მზად იქნება და კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს შეთავაზებებს. მეღვინეობა ინოვაციებითა და ტრადიციების პატივისცემით, მიზნად ისახავს ინდუსტრიის მომავლის ჩამოყალიბებას.
მეღვინეობა გათვლილია როგორც ტურისტულ ჯგუფებზე, ისე ადგილობრივ სტუმრებზე. სადეგუსტაციო პაკეტები და ფასები მორგებულია ყველა კატეგორიის სტუმრის ინტერესებსა და საჭიროებებზე. თითოეული პაკეტი მოიცავს მეღვინეობის ტურს, სადაც სტუმრები გაეცნობიან ვენახებსა და მარანს, დააგემოვნებენ უნიკალურ ღვინოებსა და ჭაჭას, ასევე შეძლებენ დაესწრონ ქართული ტრადიციული კერძების მასტერკლასს, მიიღონ მონაწილეობა მათ მომზადებაში და დააგემოვნონ საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები. დამატებით, სტუმრებს შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა უნიკალური გამოცდილება: პიკნიკი ტყეში, სადილი ვენახში, ქვევრის გახსნის ცერემონია, რთველი და ყურძნის დაწურვის პროცესში ჩართვა (სეზონის შესაბამისად). მეღვინეობის სარესტორნო სივრცე, რომელიც სტუმრებს ტრადიციული ქართული სამზარეულოს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, იდეალურია წვეულებებისა და სხვადასხვა საღამოსთვის.