ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7მარანის შექმნის იდია 2021 წელს გაჩნდა, იმავე წალს დავაყენეთ ორი სახეობის ღვინო. აღნიშნულმა ღვინოებმა დიდი მოწონება დაიმსახურა ღვინის ექსპერტებისგან და ღვინით დაინტერესებული ხალხისგან, რამაც მომცა უფრო მეტი სტიმული და ძალა რომ სერიოზულად მომეკიდა ხელი აღნიშნული საქმისთვის, 2022 წელს კი უკვე ოფიციალურად დავარეგისტრირე მარანი „ნუცმინო“, რომელის სახელიც ჩემი შვილის ინიციალებისგან შევქმენი
ღვინის დაყენების ტექნოლოგია
ღვინის დაყენება ხდება , როგორც ქართული ტრადიციული მეთოდით - ქვევრში,
ასევე უჟანგავ ავზში - კლასიკურის.
ექსპორტი
ამ ეტაპზე ღვინის მარაგის სიმცირის გამო მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება რეალიზაცია . მომავალი წლიდან იგეგმება მარაგის მინიმუმ 50%ის ექსპორტზე გატანა, რაზეც მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, როგორც ევროპის ასევე ამერიკის ბაზარზე.