ობიექტის შესახებ
ღიაა 24/7საოჯახო მარანი - ეს იდეა არის რელური, ჩვენი პირადი მცირე საოჯახო ბიზნესი. სახელიდან გამომდინარე წარმოადგენს ღვინის მარანს , მაგრამ არა ტრადიციულს
ეს არის გერმანელების მიერ აშენებული ორ საუკუნოვანი საოჯახო მარანი. მარანი მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფ. ასურეთი. თვითონ სოფელი წარმოადგენს ტურისტულ ლოკაციას. დაგეგმილი ტურების ფარგლებში მრავალ ღირშესანიშნაობებთან ერთად ჩვენს მარანსაც სტუმრობენ ტურისტები. ჩემი და ჩემი ოჯახის როლი მდგომარეიბს იმაში,რომ გაუწიოთ პოპულიზაცია ამ სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის ასურეთული წითელი ღვინოს სახელდ "შალა"ს. ამ ღვინის დაყენება ხდება ჩვენს გერმანულ მარანში, მათივე ტრადიციული წესით. მუხის კასრებში. წლის მანძილზე ჩვენი ოჯახის წევრების შრომით და კუთვნილი ბიუჯეტით ხდება ვენახის მოვლა-პატრონობა, რომელიც არც თუ ისე იოლია , და მნიშვნელივანია გამოცდილება . ჩვენი ბიზნესის არსს წარმოადგენს ამ უიშვიათესი ღვინის დაგემოვნეგა , გამსპინძლება ტურისტებისთვის. მნიშვნელივანია ცნობადობა საქართველიშიც და საზღვრებს გარეთაც. ღვინის დაყენება ხდება მუხის ე.წ. ჩანში და დავარგებულია მუხის კასრში , გარკვეული დროის შემდეგ ხდება ბოთლებში დაფასოება და დაბრენდვა. ღვინო არის წითელი ფერის მშრალი და ახასიათებს კენკროვანი ხილის არომატები. ძირითადად ჩვენი პროდუქტის რეალიზაცია ხდება ადგილზე. როგორც ქართველი ისე უცხოელი ტურისტების მიერ. ჩვენი მარნის ცნობადობისთვის იზრუნა ტურიზმის ადმინისტრაციამ და მოაწყო ცენტრალურ გზაზე , სოფლის მიმდბარედ და თავად მარნის შესასვლელში ნიშნულები “რამინაშვილების მარანი" სხვა სახის რეკლამა არ გაგვაჩნია თუ არ ჩავთვლი სოციალურ ქსელს. ჩვნი მომხმარებელი წარმოადგენს ყველა ასაკობრივ ჯგუფს ვისაც უყვარს თავგადასავლები, ლაშქრობები და ღვინო. ძირითადად დასაქმებულები ვართ ოჯახის წევრები, ვიხმართ ადგილიბრივ მუშა ხელს (დღიური შეთანმებით) .ჩვენი ბიზნესი ცნობადობა გაიზრდება ქვეყნაში ტურისტების შემოსვლასთან ერთად, ტურ ოპერატორების რეკომენდაციებით და ტურისტული ტურების გაფართოვებით. ჩვენი პროდუქტის რეალიზაცია ზემოთ ავღნიშნე და გვიმეორებ ხდბა ადგილზე ჩვნსავე მარანში. ტურისტული სეზონის დროს ჩვენი პროდუქტის გაყიდვა იმატებს. ფასები შეეფარდება ბაზარზე ღვინის ფასს, დანახარჯებიდან გამომდინარე მინიმალური დანამატით.