ობიექტის შესახებ
ღიაა 24/73 ჰექტარზე გაშენებული ეთნოგრაფიული სოფელი, რომელიც სამეგრელოში პატარა სამეგრელოს ქმნის, სტუმრებისთვის უნიკალური გამოცდილების მიღების შესაძლებლობაა.
მეგრული კულტურა, ისტორია და ტრადიციები ამ სამასპინძლო ობიექტში იყრის თავს, რისი გვირგვინიც, რა თქმა უნდა, მეგრული კულინარიაა.
„სისატურაში“ ადგილზე მოყვანილი ნედლეულით შექმნილი ტრადიციული კერძები აცოცხლებს მეგრული კულინარიის საუკეთესო გამოცდილებას, აღდგენილი საცხოვრისები და რიტუალებსა თუ კერძის მზადებაში ჩართვის შესაძლებლობა კი სამეგრელოს ისტორიის ხელშესახები სახელმძღვანელოა.
ჭითანავების ოჯახი 2019 წლიდან ჭიშკართან ხვდება თითოეულ სტუმარს და ფართოდ უღებს მათ კარს შავი ზღვის პირას მდებარე მდიდარი და მრავალფეროვანი სამეგრელოსკენ, მისი სულის ბოლომდე შესაცნობად - კულინარიით, ფოლკლორით, ისტორიითა და ტრადიციებით. თუ ეს შენც გსურს, ამის ნაწილი გახდე, ესტუმრე პატარა სამეგრელოს - „სისატურას“