ობიექტის შესახებ
კარდანახის მამული მდებარეობს სოფ კარდენახში, სოფელში რომელიც უნიკალურია საქართველში და ევროპაში. იგი არის ერთაერთი ადგილი სადაც ორივე თეთრი და წითელი ყურძნის კიროზონა ერთადაა მოქცეული წარაფი- რქაწითელის და ახოები- საფერავის. ამას გარდა არის კიდევ კახეთისთვის დამახასიათებელი 3 მიკროზონა.
კარდანახში მდებარეობს პირველი ღვინის ქარხანა, რომელიც აშენდა მე 19 ს-ის ბოლოს; სადაც ღვინის წარმოების ტექნოლოგია სისტემატიზირდა, აღიწერა და დამტკიცდა.
ჩვენი მარნები აშენებულია 1886 წელს და პირველი ღვინო 1904 წელს ჩამოისხა; ღვინის წამროება შეწყდა მარნებში 1923 წელს, როდესაც რუსეთმა მოახიდნა საქართველოს ოკუპაცია და მარნების ნაციონალიზაცია.
ჩვენ დაგვჭირდა 3 წელი იმისათვის რომ აღგვედგინა აღნიშნული ინფრასტრუქტურა და დაგვებრუნებინა მისი ისტორიული როლი.
დღეს მარნებში იწარმოება 14 დასახელების ალკოჰოლური სასმელი: ღვინო, შემაგრებული ღვინო და ჭაჭა.